13/11/2019 13/11/2019 დღეს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასი ათასი მოწამის სახელობის დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“. საეკლესიო კალენდრით, ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ,...
13 Νοεμβρίου, 2019 - 14:13

ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის

Διαδώστε:
ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის

დღეს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასი ათასი მოწამის სახელობის დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.

ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“.

საეკლესიო კალენდრით, ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ, სწორედ ამ დღეს, ასი ათასი ქართველი წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა. ტრადიციულად, ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან მრევლი მეტეხის ხიდზე იკრიბება და ერთობლივი ლოცვით მიაგებს მათ პატივს.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων