ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18/06/2020 18/06/2020 ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასმა ბანკეტზე უარი თქვა. აბიტურიენტები შეგროვებულ თანხას ადგილობრივ ხატმწერს გადაუხდიან, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატს შექმნის. ხატს ისინი ეკლესიას გადასცემენ. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია გურჯაანმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს ბანკეტის გადახდა თელავის ერთ-ერთ რესტორანში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს. როგორც კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭიღიტაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, ინიციატივა მას ეკუთვნის:...
18 Ιουνίου, 2020 - 16:41
Τελευταία ενημέρωση: 18/06/2020 - 16:42

ახმეტაში მე-12 კლასი ბანკეტის ფულით ეკლესიას ხატს შესწირავს — დამრიგებლის ინიციატივა

Διαδώστε:
ახმეტაში მე-12 კლასი ბანკეტის ფულით ეკლესიას ხატს შესწირავს — დამრიგებლის ინიციატივა

ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასმა ბანკეტზე უარი თქვა. აბიტურიენტები შეგროვებულ თანხას ადგილობრივ ხატმწერს გადაუხდიან, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატს შექმნის. ხატს ისინი ეკლესიას გადასცემენ.

ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია გურჯაანმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს ბანკეტის გადახდა თელავის ერთ-ერთ რესტორანში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს.

როგორც კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭიღიტაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, ინიციატივა მას ეკუთვნის:

“ბავშვებისთვის ეს რჩევაც არ ყოფილა, მხოლოდ შევთავაზე და ძალიან მოეწონათ იდეა. მშობლების მხრიდანაც დიდი დაინტერესება იყო. მინდოდა რამე კარგი და დასამახსოვრებელი გამეკეთებინა”.

ის მოსწავლეების მიერ შეგროვებული თანხის ოდენობას “კონფიდენციალურს” უწოდებს:

“ვფიქრობ ეს ჟესტი უნდა იყოს მიმართული იქით, რომ თანხები რაც გროვდება და იხარჯება საბანკეტედ, ამგვარ საქმეებსაც მოხმარდეს”.

ჭიღიტაშვილის თქმით, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების სახელობის ეკლესიის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა წირვა-ლოცვები უკვე ტარდება.

“ესაა მშენებარე ეკლესია, რომელიც თითო ლარის შეგროვებით, ქველმოქმედებით შენდება და კოწიწდება”.

დამრიგებელი დასძენს, რომ მისი კლასს წარსულშიც მიუღია მონაწილეობა საქველმოქმედო კამპანიებში, მაგალითად პანდემიის დროს, როცა იმავე კლასის მოსწავლემ დასთან, ხატია ნასყიდაშვილთან ერთად კამპანია, ერთად ახმეტისთვის, წამოიწყო და თვითიზოლაციის დროს, სხვა თანატოლების ჩართულობით, 240 ოჯახს დაეხმარა.

გასულ წელს ქუთაისის მე-14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და საკუთარი ინიციატივით, ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

on.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων
Τα σημαντικότερα νέα