05/08/2022 05/08/2022 გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ეთერში 2022 წლის 4 აგვისტოს გასულ სიუჟეტს, რომელიც ქობულეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკ ,,სამშობლოში” უკრაინელი მოზარდების დასვენებას ეხებოდა, სადაც ითქვა, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდა ,,კოკა-კოლას” და ჭყონიების ოჯახის საშუალებით. მოგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ძალისხმევით (სიუჟეტში ნახსენებიც კი არ იყო) ივლის-აგვისტოში ბანაკში მოწვეული იქნა 200 უკრაინელი მოზარდი 14-14 დღით. ჭყონიების ოჯახმა ამ საქველმოქმედო...
05 Αυγούστου, 2022 - 17:17

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

Διαδώστε:
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ეთერში 2022 წლის 4 აგვისტოს გასულ სიუჟეტს, რომელიც ქობულეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკ ,,სამშობლოში” უკრაინელი მოზარდების დასვენებას ეხებოდა, სადაც ითქვა, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდა ,,კოკა-კოლას” და ჭყონიების ოჯახის საშუალებით.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ძალისხმევით (სიუჟეტში ნახსენებიც კი არ იყო) ივლის-აგვისტოში ბანაკში მოწვეული იქნა 200 უკრაინელი მოზარდი 14-14 დღით. ჭყონიების ოჯახმა ამ საქველმოქმედო საქმეში შეიტანა წვლილი (რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ), მაგრამ არა გადამწყვეტი.
ჩვენ მადლობას ვწირავთ სხვა შემომწირველებს (გასულ სიუჟეტში ნახსენები არ არის მათი სახელები) და მათი ნების საწინააღმდეგოდ ვაქვეყნებთ შემოწირული თანხების რაოდენობას. 4 კვირის განმავლობაში 200 მოზარდის დასვენების საერთო ღირებულება 76 000 ლარი, ოხთხჯერადი კვებით, ექსკურსიებით და ღონისძიებებით:
1. საქართველოს საპატრიარქო – 50 000 ლარი;
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – 40 000 ლარი;
3. ჯემალ ინაიშვილი – 20 000 ლარი.
4. თემურ ჭყონია – 15 000 ლარი;
5. ზაზა გოგოტიშვილი – 10 000 ლარი;
6. თენგიზ ბაკურიძე 6 000 ლარი;
7. ლევან მჟავანაძე- 20000 ლარი
მესამე ეტაპზე, უკრაინელი მოზარდების გასტუმრების შემდეგ, მოწვეულია 25 ლეიკემიით დაავადებული ბავშვი (,,ბერი ანდრიას ფონდის” მიერ ორგანიზებული) მათ მშობლებთან და და დედმამიშვილებთან ერთად, ასევე მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახის შვილები.
ბანაკი უკვე მეორე ნაკადს მასპინძლობს და, სამწუხაროდ, არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ გაუშუქებია, მხოლოდ ტელეკომპანია ,,მთავარმა არხმა” გააკეთა რეპორტაჟი და იმასაც პოლიტიკური ელფერი შესძინა, რაც ამ საქველმოქმედო საქმეს არ შეეფერება.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων