20/11/2025 20/11/2025 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ. მორიგი ტრენინგი 18 და 19 ნოემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ჩატარდა. შეხვედრა გახსნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...
20 Νοεμβρίου, 2025 - 18:29

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

Διαδώστε:
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ.

მორიგი ტრენინგი 18 და 19 ნოემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ჩატარდა.

შეხვედრა გახსნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, თანაწამყვანები იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი და ამავე ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე ტრენინგი ჩაატარა აგრეთვე ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ,,ღირებულებითი განათლების” ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.

სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებს; ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა მოზარდების ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ხელშეწყობისა და ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო პროცესში.

ტრენინგი მიმდინარეობდა ინტენსიურ რეჟიმში — ინტერაქციული მეთოდებით, დისკუსიებითა და პრაქტიკული დავალებებით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საბაზო საფეხურის შესაბამისი სერტიფიკატები.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων