ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ ‘ბეთლემის’ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
ამა წლის 14 ივლისს, ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც კათოლიკოს- პატრიარქების: ილია II-ისა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენდება.
ახალი შენობის საძირკველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აკურთხა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნული ობიექტი გააერთიანებს ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარს, ხანდაზმულთა დღის ცენტრსა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფი იფუნქციონირებს.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










