27/11/2023 27/11/2023 ბერლინ-გერმანიის ეპარქიის წინამძღვრის, რუზის მთავარეპისკოპოს ტიხონის ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში გაიხსნა დისტანციური სწავლების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლა. სწავლება მიმდინარეობს გერმანულ ენაზე. სკოლის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება საეპარქიო საბჭომ 2023 წლის 2 ოქტომბერს დაამტკიცა. მისი საჭიროება განპირობებულია მართლმადიდებლური სარწმუნოებით დაინტერესებული ადამიანების მზარდი რაოდენობით, რომლებიც ემზადებიან ნათლობისთვის ან რომლებიც უკვე მართლმადიდებლები გახდნენ საკმარისი კატეხიზაციის გავლის გარეშე. გარდა ამისა, ეპარქიის სამრევლოებში დიდი...
27 Νοεμβρίου, 2023 - 15:03

ბერლინ-გერმანიის ეპარქიაში დისტანციური მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლა გაიხსნა

Διαδώστε:
ბერლინ-გერმანიის ეპარქიაში დისტანციური მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლა გაიხსნა

ბერლინ-გერმანიის ეპარქიის წინამძღვრის, რუზის მთავარეპისკოპოს ტიხონის ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში გაიხსნა დისტანციური სწავლების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლა. სწავლება მიმდინარეობს გერმანულ ენაზე.

სკოლის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება საეპარქიო საბჭომ 2023 წლის 2 ოქტომბერს დაამტკიცა. მისი საჭიროება განპირობებულია მართლმადიდებლური სარწმუნოებით დაინტერესებული ადამიანების მზარდი რაოდენობით, რომლებიც ემზადებიან ნათლობისთვის ან რომლებიც უკვე მართლმადიდებლები გახდნენ საკმარისი კატეხიზაციის გავლის გარეშე. გარდა ამისა, ეპარქიის სამრევლოებში დიდი მოთხოვნაა საკვირაო სკოლების მასწავლებლებსა და კატეხიზატორებზე, რომლებსაც შეეძლებათ დამოუკიდებლად გადასცენ მართლმადიდებლური სწავლება გერმანულ ენაზე, – იუწყება ეპარქიის ვებგვერდი.

სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორ კურსზე.

სამქადაგებლო კურსი „შესავალი მართლმადიდებლობაში“ განკუთვნილია უფროსი ადამიანებითვის, რომელთაც სურთ მართლმადიდებლები გახდნენ ან მიიღონ საბაზისო ცოდნა მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ. კურსზე მოსაწყობად არ არის საჭირო რაიმე ცოდნა ღვთისმეტყველების ან ბიბლიის შესახებ. მის ფარგლებში ოთხი საგანი ისწავლება: „საეკლესიო მოძღვრება“, „ეკლესიური ცხოვრების პრაქტიკული მხარე“, „ღვთისმსახურება“ და „საეკლესიო წელი“.

საღვთისმეტყველო კურსი „მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ჩაღრმავება“ სამი წელი გრძელდება. მისი ამოცანაა სიღრმისეული და სისტემატური ცოდნის მოპოვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ მუშაობა მართლმადიდებლურ სამრევლოებში საკვირაო სკოლის მასწავლებლად, კატეხიზატორად, მედავითნედ და ა.შ. ამ კურსზე ასევე შეუძლიათ ისწავლონ იმ პირებმა, რომლებსაც სურთ გაიფართოვონ ცოდნა მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ; სწავლის წინაპირობაა, არის საბაზისო ცოდნა, რომელიც შემოწმდება მისაღებ გასაუბრებაზე. „მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ჩაღრმავების“ კურსის ფარგლებში შეისწავლება ძველი და ახალი აღთქმის წმინდა ისტორია, დოგმატური ღვთისმეტყველება, ლიტურგიკა, ეკლესიის ისტორია, ძირითადი ღვთისმეტყველება, შედარებითი ღვთისმეტყველება, ასკეტიკა და პატროლოგია. გამოცდა ტარდება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. კურსდამთავრებულები მიიღებენ საეკლესიო სერთიფიკატს.

კურსებზე სწავლა ნებისმიერი ეპარქიის სტუდენტებს შეუძლიათ .

2023 წელს საღვთისმეტყველო კურსზე 58 სტუდენტი ჩაირიცხა, სამქადაგებლოზე – 56 ადამიანი. გაკვეთილებს ატარებს თერთმეტკაციანი პედაგოგიური პერსონალი.

სკოლა ფუნქციონირებს „მართლმადიდებლური საინფორმაციო ცენტრის“ ასოციაციასთან თანამშრომლობით ქალაქ კრეფელდში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში. სკოლის ხელმძღვანელია ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ალექსი ვესელოვი.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων