19/02/2020 19/02/2020 როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 15 თებერვალს ბრძანა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის. დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ღმერთს წინასწარ არავინ და არც ქართველი ერი არ გამოურჩევია, ამის გაფიქრება დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას. როგორც თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ერის გადარჩენა მაშინ დაიწყება, როდესაც თითოეული ადამიანი ამოირეცხავს...
19 Φεβρουαρίου, 2020 - 13:32
Τελευταία ενημέρωση: 19/02/2020 - 13:36

„ბიბლია ცალსახად უარყოფს რომელიმე ერის უპირატესობას ღვთის წინაშე“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

Διαδώστε:
„ბიბლია ცალსახად უარყოფს რომელიმე ერის უპირატესობას ღვთის წინაშე“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 15 თებერვალს ბრძანა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის.

დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ღმერთს წინასწარ არავინ და არც ქართველი ერი არ გამოურჩევია, ამის გაფიქრება დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას.

როგორც თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ერის გადარჩენა მაშინ დაიწყება, როდესაც თითოეული ადამიანი ამოირეცხავს ამპარტავანი გონებიდან, რომ ქართველი ერი ღმერთმა რამის გამო წინასწარ გამოარჩია.

მისი თქმით, ყველა მხოლოდ და მხოლოდ მისი რწმენის და საქმის მიხედვით გამართლდება ან დაიღუპება.

შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს, განაცხადა 15 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

ილია მეორემ მსოფლიო სენში ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსი იგულისხმა. ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 1770-ს მიაღწია.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალმა კორონავირუსმა კონტინენტური ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდსა და ჰონკონგში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაშიც. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები სულ მცირე 25 ქვეყანაში გამოვლინდა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων