07/10/2020 07/10/2020 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები : * მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით , ასევე – კირდუღაბის ფენა კრამიტის ქვეშ. * სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით კირდუღაბზე. * ფასადებსა და...
07 Οκτωβρίου, 2020 - 17:42
Τελευταία ενημέρωση: 07/10/2020 - 17:44

ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტა

Διαδώστε:
ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.
შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები :
* მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით , ასევე – კირდუღაბის ფენა კრამიტის ქვეშ.
* სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით კირდუღაბზე.
* ფასადებსა და ინტერიერში ამოიგოზა ქვის ნაკერები სპეცკირხსნარით.
* მოეწყო ხის კარ-ფანჯარა
ლითონის ელემენტებით, სარინელი კი კლდის ფლეთილი ქვით.
სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება (7,2X4,75 მ), იგი მოზრდილი ფლეთილი და რიყის ქვებითაა ნაგები. აფსიდა ნახევარწრიულია. მას ვიწრო სარკმელი და ორი ნიში აქვს. გადახურულია კამარულად. მასზე მოხატულობის კვალი შეიმჩნევა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდლა :შპს “ბედეკი WESTI ”


heritagesites.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων