25/05/2022 25/05/2022 ა.წ. 24 მაისს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა – „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ გაიხსნა. გამოფენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გრძელ და სირთულეებით აღსავსე გზას ასახავს. წარმოდგენილია საქართველოს ეკლესიის მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველი მასალა, ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, ფოტო და საარქივო დოკუმენტები; ასევე პატრიარქების...
25 Μαΐου, 2022 - 17:04

გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“

Διαδώστε:
გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“

ა.წ. 24 მაისს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა – „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ გაიხსნა.

გამოფენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გრძელ და სირთულეებით აღსავსე გზას ასახავს. წარმოდგენილია საქართველოს ეკლესიის მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველი მასალა, ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, ფოტო და საარქივო დოკუმენტები; ასევე პატრიარქების პირადი ნივთები, რომლებიც სხვადასხვა კერძო კოლექციაშია დაცული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები, სასულიერო პირები, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.

გამოფენა 22 ივნისამდე გასტანს.

დასწრება თავისუფალია.

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων