გარდაიცვალა ბერი ისააკი (კიკნაძე)
ამა წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი ისააკი (კიკნაძე).
ბერი ისააკი დაიკრძალება კვირას, 2 მარტს ამავე მონასტერში.
მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ ისააკის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი ისააკი.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










