18/01/2022 18/01/2022 ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის სათევზაო ნავით ათონის მთის სანაპიროდან ზღვაში შევიდა. მას შემდეგ გაუჩინარებულო საბერძნეთის სანაპირო დაცვა უგზოუკლოდ ეძებდა. ახლახანს კი კუნძულ სკოპელოსის სანაპიროზე, ათონის წმიდა მთიდამ 74 საზღვაო მილის დაშორებით, ზღვამ მამა ევფროსინოსის ცხედარი ნაპირზე გამორიყა. ცხედარი გარდაცვლილი ბერის ძმამ ამოიცნო. მონაზონი...
18 Ιανουαρίου, 2022 - 17:35

გაუჩინარებული ათონელი ბერი ევფროსინოსი გარდაცვლილი იპოვეს

Διαδώστε:
გაუჩინარებული ათონელი ბერი ევფროსინოსი გარდაცვლილი იპოვეს

ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის სათევზაო ნავით ათონის მთის სანაპიროდან ზღვაში შევიდა. მას შემდეგ გაუჩინარებულო საბერძნეთის სანაპირო დაცვა უგზოუკლოდ ეძებდა.

ახლახანს კი კუნძულ სკოპელოსის სანაპიროზე, ათონის წმიდა მთიდამ 74 საზღვაო მილის დაშორებით, ზღვამ მამა ევფროსინოსის ცხედარი ნაპირზე გამორიყა.

ცხედარი გარდაცვლილი ბერის ძმამ ამოიცნო. მონაზონი ევფროსინოსი გახლდათ ათონის წმინდა მთის ხილანდარის მონასტერს დაქვემდებარებული წმინდა ისააკის კელიის საძმოს წევრი. ის 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მრავალმოწყალე ყოგლადწმიდა სამებამ შეიწყალოს და აცხოვნოს ახალშესვენებულ მონა ღმრთისა მონაზონ ევფროსინოსის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων