24/11/2022 24/11/2022 2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა ეწვია. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავში, ქურმუხის წმინდა გიორგის...
24 Νοεμβρίου, 2022 - 18:36

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში

Διαδώστε:
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში

2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა ეწვია.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων