12/02/2021 12/02/2021 საქართველოს საპატრიარქოს კედლებში გაიმართა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომის საკითხები ფრიად მნიშვნელოვანი იყო. სინოდმა განიხილა დაახლოებით ათამდე საკითხი, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ ისაუბრა. „განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯს, ასევე ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიც არის პანდემია. ასევე იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა წმინდა სინოდის მიმართ სრულიად საქართველოს...
12 Φεβρουαρίου, 2021 - 17:18

გორისა და ატენის მიტროპოლიტი: სინოდის განჩინებას საზოგადოებას მალე გავაცნობთ

Διαδώστε:
გორისა და ატენის მიტროპოლიტი: სინოდის განჩინებას საზოგადოებას მალე გავაცნობთ

საქართველოს საპატრიარქოს კედლებში გაიმართა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომის საკითხები ფრიად მნიშვნელოვანი იყო. სინოდმა განიხილა დაახლოებით ათამდე საკითხი, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ ისაუბრა.

„განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯს, ასევე ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიც არის პანდემია. ასევე იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა წმინდა სინოდის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით. ყველაფერი იქნება ჩამოყალიბებული სინოდის განჩინებაში და ამ განჩინებას საზოგადოებას მალე გავაცნობთ“, – განაცხადა ანდრია გვაზავამ.

 

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων