31/08/2019 31/08/2019 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილზე მდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული. „ამავე...
31 Αυγούστου, 2019 - 17:05
Τελευταία ενημέρωση: 31/08/2019 - 17:08

გორში წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Διαδώστε:
გორში წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილზე მდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული.

„ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები. გადახურვის კონსტრუქციაზე მოჭიმული კირხსნარის პოლიმერული იზოლაციის ფენაზე ქვედა დონის სახურავები შეიმოსა ხის ფენილით, სადაც უახლოეს მომავალში ავთენტური ფორმის კრამიტის მოწყობის პროცესი დაიწყება. ქართული აგურით აღდგა ეკლესიის კანკელი, რომელიც კირხსნარით შეილესა“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაციას კომპანია „აბა ჯგუფი“ ახორციელებს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων