02/04/2021 02/04/2021 უწმიდესმა სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფტემ დიდი მარხვის მეორე კვირას, წმიდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს, ქადაგებაში წმიდა გრიგოლ პალამას ღვაწლის შესახებ ისაუბრა: “წმიდა ეკლესიამ გადაწყვიტა დიდი მარხვის მეორე კვირა, თესალონიკის დიდი მთავარეპისკოპოსისა და დიდი ღმრთისმეტყველის, წმიდა გრიგოლ პალამას ხსევნებისთვის მიეძღვნა. მოდით, პატივი მივაგოთ მას, ვინც განსაკუთრებით რთულ პერიოდებში რწმენისა და ღმრთისმოსაობისთვის, ღმრთიური მონდომებით...
02 Απριλίου, 2021 - 13:44

“გრიგოლ პალამას მსგავსი წმიდანები მოწმობენ, რომ ჩვენი რწმენა ცოცხალია!” – უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე

Διαδώστε:
“გრიგოლ პალამას მსგავსი წმიდანები მოწმობენ, რომ ჩვენი რწმენა ცოცხალია!” – უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე

უწმიდესმა სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფტემ დიდი მარხვის მეორე კვირას, წმიდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს, ქადაგებაში წმიდა გრიგოლ პალამას ღვაწლის შესახებ ისაუბრა:
“წმიდა ეკლესიამ გადაწყვიტა დიდი მარხვის მეორე კვირა, თესალონიკის დიდი მთავარეპისკოპოსისა და დიდი ღმრთისმეტყველის, წმიდა გრიგოლ პალამას ხსევნებისთვის მიეძღვნა.
მოდით, პატივი მივაგოთ მას, ვინც განსაკუთრებით რთულ პერიოდებში რწმენისა და ღმრთისმოსაობისთვის, ღმრთიური მონდომებით დაუპირისპირდა სუფთა და სწორი სარწმუნოების მტერს და სიტყვითა და საქმით იცავდა თავის სამწყსოს მთელი ეკლესიის სასარგებლოდ.
ამრიგად, ძმებო და დებო, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გრიგოლ პალამას მიანიჭებს ყველა მადლიერებას და პატივს, დაადასტურა მისი სწავლება ზედიზედ სამ მსოფლიო კრებაში და განსაზღვრა მისი ხსენება, რომელიც ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს აღდგომის მარხვის მეორე კვირას”, – განაცხადა სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ.

 

— facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων