14/06/2022 14/06/2022 ა.წ. 10 ივნისს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ახალი პროექტის – „ჩემი წიგნი,“ – დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. პროექტის ფარგლებში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს „საკუთარი“ წიგნის ყდის დიზაინი, სათაური და წინასიტყვაობა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და პროექტში 50-ზე მეტი სკოლა ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო 20 სკოლის...
14 Ιουνίου, 2022 - 17:16
Τελευταία ενημέρωση: 14/06/2022 - 17:23

,,დავითიანნმა“ პროექტი ,,ჩემი წიგნი“ განახორციელა

Διαδώστε:
,,დავითიანნმა“ პროექტი ,,ჩემი წიგნი“ განახორციელა

ა.წ. 10 ივნისს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ახალი პროექტის – „ჩემი წიგნი,“ – დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს „საკუთარი“ წიგნის ყდის დიზაინი, სათაური და წინასიტყვაობა.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და პროექტში 50-ზე მეტი სკოლა ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო 20 სკოლის გუნდი, რომელთაც ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.

მოწვეულმა ჟიურიმ დიდი კონკურენციის პირობებში გამოავლინა გამარჯვებულები რომელთაც გადაეცათ შესაბამისი პრიზები:

I ადგილი – 108-ე საჯარო სკოლა

II ადგილი – 128-ე საჯარო სკოლა

III ადგილი – წმ. ნინოს სახელობის სკოლა

საუკეთესო იდეის ავტორად 142-ე საჯარო სკოლა იქნა მიჩნეული.

გამარჯვებულმა სკოლებმა მოიპოვეს 300, 200 და 100 ლარიანი ვაუჩერები, წიგნების შესაძენად.

გარდა ამისა „ხალხის რჩეულის“ ნომინაციით გაიმარჯვებს ის სკოლა, რომლის ნამუშევარსაც ,,დავითიანნი“-ს ფეისბუქ გვერდზე 15 ივნისის, 17:00 საათისთვის ექნება ყველაზე მეტი მოწონება.

,,დავითიანნი“ მომავალშიც გააგრძელებს მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროექტების განხორციელაბას.

წიგნის პოპულარიზაციის მოძრაობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2013 წლიდან დაიწყო და გამოძახილი ეკლესიის გარე სივრცეშიც ჰპოვა.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων