26/07/2022 26/07/2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ დაიწყო ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპის ორგანიზება საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის. 25 ივლისიდან სამების ეკლესიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საინფორმაციო-ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, სადაც დახმარების გაწევა შეუძლია ყველა მსურველს, ნებისმიერი ფორმით – იქნება ეს საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი თუ სხვა საჭირო ნივთი, რომლის დახარისხებას და გაცემას უზრუნველყოფენ ,,დავითიანნისა“ და ორგანიზაცია ,,ჩვენი...
26 Ιουλίου, 2022 - 16:00
Τελευταία ενημέρωση: 26/07/2022 - 14:07

დახმარება უკრაინიდან ლტოლვილებს

Διαδώστε:
დახმარება უკრაინიდან ლტოლვილებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ დაიწყო ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპის ორგანიზება საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის.

25 ივლისიდან სამების ეკლესიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საინფორმაციო-ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, სადაც დახმარების გაწევა შეუძლია ყველა მსურველს, ნებისმიერი ფორმით – იქნება ეს საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი თუ სხვა საჭირო ნივთი, რომლის დახარისხებას და გაცემას უზრუნველყოფენ ,,დავითიანნისა“ და ორგანიზაცია ,,ჩვენი უკრაინა” -ს მოხალისეები.

ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მართმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია IOCC -ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა 1000 ერთეული 100 ლარიანი სუპერმარკეტების ქსელის ვაუჩერის შეძენა, რომელიც. გაიცემა დევნილ უკრაინელებზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ორსულები, მარტოხელა დედები, ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით, შშმ პირები, 60 წელს გადაცილებულები.

მადლობას მოვახსენებთ ორგანიზაციის IOCC -ს წარმომადგენლობას საქართვეელოში აღნიშნული მხარდაჭერისთვის.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων