03/04/2020 03/04/2020 ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აღდგომის ღამეს როგორ მოხდება სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარება. ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებისადმი რეკომენდაციაა, რომ ამ თემაზე წინასწარი განცხადებები არ გააკეთონ, რათა ამან...
03 Απριλίου, 2020 - 19:54
Τελευταία ενημέρωση: 03/04/2020 - 19:55

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – “საპატრიარქო მრევლის გარეშე ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს”

Διαδώστε:
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – “საპატრიარქო მრევლის გარეშე ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს”

ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აღდგომის ღამეს როგორ მოხდება სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარება. ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებისადმი რეკომენდაციაა, რომ ამ თემაზე წინასწარი განცხადებები არ გააკეთონ, რათა ამან სხვა გაუგებრობები არ გამოიწვიოს.

ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დასრულებულია.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადება იმის შესახებ, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში საღამოს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცადა, სასულიერო პირმა აღნიშნული განცხადების გაკეთება იჩქარა.

განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს ვიღაცას წინასწარ უხარია ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი, ძალიან სამწუხაროა. ყველას ვთხოვ, რომ ამ პერიოდში ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ და ნუ დავძაბავთ ისედაც ამ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

ამასთან, მისი განმარტებით, იმ დროს, როდესაც ყველას გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება და ანგარიშის გაწევა, ძალიან თვალშისაცემი არის წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი დასნეულდება, ან მრევლის წევრი ზიარების მერე დასნეულდება (COVID19-ით).

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, საპატრიარქო ჯერჯერობით არ იძლევა არანაირ განმარტებას, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი სააღდგომო დღეების მოახლოებას ელოდებიან.

დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქო მრევლის გარეშე მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს.

როგორც ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან არ გაკეთდება.

სასულიერო პირის თქმით, ასევე შესაძლებელია, მოხდეს მრევლის ზიარება ტაძრის გარეთ. იგივე მიდგომა და რეკომენდაცია იქნება ხარების დღესასწაულთან დაკავშირებითაც.

“ჩვენ ბევრ კატეგორიას ვუთხარით “დარჩით სახლში”, მათ შორის, მათაც, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება დასნეულდეს. მოვალთ და გაზიარებთ სახლში” – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება სახელმწიფოს რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში არ შევიდეს ისე ჩაატაროს მსახურება.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων