09/04/2021 09/04/2021 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გადაუხადა მადლობა საპატრიარქომ „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორებსა და შეკრების მონაწილეებს. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს დაუფარავად გამოხატავდნენ. „რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ...
09 Απριλίου, 2021 - 16:16
Τελευταία ενημέρωση: 09/04/2021 - 16:18

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად

Διαδώστε:
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გადაუხადა მადლობა საპატრიარქომ „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორებსა და შეკრების მონაწილეებს.

როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს დაუფარავად გამოხატავდნენ.

„რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს. მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი. უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები და შეკრების მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნიდან საქართველოს საპატრიარქომდე მივიდნენ, სადაც ისინი სამღვდელო პირებმა დალოცეს და ნაკურთი წყალი ასხურეს.

საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე ასევე გავრცელდა შეკრების ამსახველი ფოტოები წარწერით „მადლობა“.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων