11/02/2021 12/02/2021 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება ხვალ გახდება ცნობილი. „იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. როგორც...
11 Φεβρουαρίου, 2021 - 20:12
Τελευταία ενημέρωση: 12/02/2021 - 15:38

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გავრცელდება

Διαδώστε:
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გავრცელდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა

სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება ხვალ გახდება ცნობილი.

„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს, სხვადასხვა საკითხებს შორის განხილვის თემა იყო დავით გარეჯის და კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხები.

ამასთან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.

 

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων