13/11/2019 13/11/2019 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება. კოტე სვანაძის ინფორმაციით, ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოეს შეიკრიბებიან...
13 Νοεμβρίου, 2019 - 13:05
Τελευταία ενημέρωση: 13/11/2019 - 13:06

დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

Διαδώστε:
დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება.

კოტე სვანაძის ინფორმაციით, ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოეს შეიკრიბებიან და ღონისძიებას მსვლელობით შეუერთდებიან.

რაც შეეხება თავად სადღესასწაულო ღონისძიებებს, „დავითიანნის“ ხელმძღვანელის თქმით, იქნება მცირე წარმოდგენა 100 ათასი მოწამის ისტორიიდან და ასევე რამდენიმე თემატური საკონცერტო ნომერი.

„დავითიანნის“ ხელმძღვანელის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან.

100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

 

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων