02/04/2021 02/04/2021 ფრანგულ-ნორვეგიულმა გუნდმა, რომელსაც რუმინელი არქეოლოგი, ვიქტორ გიკა ხელმძღვანელობს, ეგვიპტეში აღმოაჩინა უძველესი სამონაზვნო დასახლება მათ შორის, რაც დღეისთვის არის ცნობილი არქეოლოგებისათვის. იგი მდებარეობს კაიროდან სამხრეთ-დასავლეთით 370 კილომეტრში და თარიღდება ქრისტესშობიდან IV საუკუნით. ტალ განუბ კასრ ალ-აღუზში, ალ-ბახარიას ოაზისში გაკეთებული აღმოჩენა ადასტურებს, რომ ქრისტიანული სამონაზვნო მოძრაობა ჩაისახა ეგვიპტის უდაბნოში, როგორც ამას გვასწავლის საეკლესიო ტრადიცია. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბაზალტის...
02 Απριλίου, 2021 - 13:21

ეგვიპტეში მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს

Διαδώστε:
ეგვიპტეში მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს

ფრანგულ-ნორვეგიულმა გუნდმა, რომელსაც რუმინელი არქეოლოგი, ვიქტორ გიკა ხელმძღვანელობს, ეგვიპტეში აღმოაჩინა უძველესი სამონაზვნო დასახლება მათ შორის, რაც დღეისთვის არის ცნობილი არქეოლოგებისათვის. იგი მდებარეობს კაიროდან სამხრეთ-დასავლეთით 370 კილომეტრში და თარიღდება ქრისტესშობიდან IV საუკუნით.

ტალ განუბ კასრ ალ-აღუზში, ალ-ბახარიას ოაზისში გაკეთებული აღმოჩენა ადასტურებს, რომ ქრისტიანული სამონაზვნო მოძრაობა ჩაისახა ეგვიპტის უდაბნოში, როგორც ამას გვასწავლის საეკლესიო ტრადიცია.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბაზალტის ბლოკებისგან და თიხისგან აშენებული 6 სხვადასხვა ნაგებობა და ნაწილობრივ ან სრულად კლდეში გამოვეთილი შენობები, მათ შორის მონაზონთა კელიები.

კომპლექსის 6 შენობიდან 4 -ში აღმოჩენილია განსაკუთრებულად კარგად შემონახული კედლები.

4 ოთახის კედლები, ისევე როგორც ერთ-ერთი ტაძრის კედლები სრულად არის დაფარული ბერძნულენოვანი რელიგიური შინაარსის წარწერებით.

პროექტის ხელმძღვანელის, რუმინელი არქეოლოგის, ვიქტორ გიკას სიტყვებით, “ამ გათხრებმა წარმოაჩინა ეგვიპტეში ორგანიზებული სამონაზვნო ცხოვრების ახალი სახე” და ისინი გვაძლევენ ახალ მოწმობას “რეგიონში მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებულობაზე”.

შუშის ნიმუშისა და ორი მონეტის რადიოკარბონატული კვლევის საფუძველზე, კომპლექსის შექმნის თარიღი შესაძლოა იყოს IV საუკუნის შუახანები IV საუკუნის პირველი მეოთხედი. ამგვარად კომპლექსი წარმოადგენს უძველეს ქრისტიანულ, მონაზვნურ დასახლებას.

 

— წყარო: https://bit.ly/3rGhEK2

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων