15/08/2019 15/08/2019 ათონის წმინდა მთა მართლმადიდებლობის სულიერების ცენტრია, რომელმაც მრავალი აღმსარებელი და სარწმუნოების დამცველი აღზარდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათონის მთას იმიტომ, რომ იქ შემონახული უწყვეტი ჯაჭვი მამების ცხოვრებისა თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომც არის, რომ ასე გულმხურვალედ იზიდავს ყველა მართლმადიდებელს ამ წმინდა მიწის მოლოცვა. დედა ღვთისმშობლის შემწეობით იქ მყოფნი ლოცვით შეწევნას დღენიადაგ გრძნობენ. ეს განსაკუთრებით იმ ერისკაცთაგან მსმენია,...
15 Αυγούστου, 2019 - 21:18
Τελευταία ενημέρωση: 15/08/2019 - 21:19

“ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია”

Διαδώστε:
“ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია”

ათონის წმინდა მთა მართლმადიდებლობის სულიერების ცენტრია, რომელმაც მრავალი აღმსარებელი და სარწმუნოების დამცველი აღზარდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათონის მთას იმიტომ, რომ იქ შემონახული უწყვეტი ჯაჭვი მამების ცხოვრებისა თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომც არის, რომ ასე გულმხურვალედ იზიდავს ყველა მართლმადიდებელს ამ წმინდა მიწის მოლოცვა. დედა ღვთისმშობლის შემწეობით იქ მყოფნი ლოცვით შეწევნას დღენიადაგ გრძნობენ. ეს განსაკუთრებით იმ ერისკაცთაგან მსმენია, ვისაც კი ფეხი დაუდგამს ათონზე.
ჩვენი დროის მამების შთაბეჭდილებას წმინდა მიწის მოლოცვის შედეგად ასეთია. დეკანოზმა შიო პაიჭაძემ აღნიშნა, -გიორგი მთაწმინდელი იტყოდა: “ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია”. წმინდა მთაზე არავინ ქორწინდება. აქ, არ მრავლდებიან და არ იბადებიან ბავშვები, თუმცა ათონი არასოდეს დაცარიელებულა, ყოველთვის მოუკლებელად ივსება უფლისაკენ მოწადინებული, ზეგარდამო კვალადშობილი, ზეციური ფერიცვალებით გაბრწყივებული მრავალი სულით. ინებოს უფალმა, რომ ქართველები მომრავლებულიყვენ ათონზე და მომავალში დაებრუნებინოთ და ქონოდეთ საკუთარი ისტორიული ადგილი, ამ წმინდა და დიდებულ მიწა-წყალზე.

ერთ საინტერესო ამბავსაც გავიხსენებ, ერთხელ კარიონში მიმავალ გზაზე ბილიკი ამერია, შორი გზით მომიწია გადასვლა, გზად პატარა მონიდრიოს ჩავუარეთ, სადაც ერთი ბერი შემომხვდა და ვთხოვეთ ჩვენი დამაშვრალობა დაერწყულებინა, რა თქმა უნდა წყალი თავაზიანად მოგვართვეს. შევანჩნიე, როცა ვემშვიდობებოდი ტუჩებზე ლოცვა მოძრაობდა. გზის დალოცვა ვითხოვე, პასუხად კი მივიღე -“ჩემი მოძღვრის ლოცვით ღმერთმა გზა დაგილოცოთო” მყისიერად სიხარულმა გადამკრა, ძნელი არ იყო მამათა სწავლებებში ასეთი დარიგებების უხვად გახსენება, თუმცა, მართლა უფლის წყალობა იყო, ასეთი მაგალითების ცოცხლად ნახვა და განცდა…

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

 

/ karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων