27/11/2023 27/11/2023 25 ნოემბერს, სულთმოფენობის შემდგომ 25-ე კვირას, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვა აღავლინა. მას თანამწირველობა გაუწიეს რიაზანისა და მიხაილოვის მიტროპოლიტმა მარკოზმა და ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოსმა ალექსიმ. მაღალყოვლადუსამღვდელოესი მღვდელთმთავრები ვენაში ჩავიდნენ ვენისა და ავსტრიის ეპარქიის დაარსებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავ დღესასწაულზე. მღვდელთმთავრებს თანამსახურება გაუწიეს დეკანოზმა ვლადიმერ ტიშჩუკმა, დეკანოზმა...
27 Νοεμβρίου, 2023 - 15:05

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

Διαδώστε:
ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

25 ნოემბერს, სულთმოფენობის შემდგომ 25-ე კვირას, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვა აღავლინა. მას თანამწირველობა გაუწიეს რიაზანისა და მიხაილოვის მიტროპოლიტმა მარკოზმა და ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოსმა ალექსიმ. მაღალყოვლადუსამღვდელოესი მღვდელთმთავრები ვენაში ჩავიდნენ ვენისა და ავსტრიის ეპარქიის დაარსებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავ დღესასწაულზე.

მღვდელთმთავრებს თანამსახურება გაუწიეს დეკანოზმა ვლადიმერ ტიშჩუკმა, დეკანოზმა რადოსლავ რისტიჩმა, მღვდელმა ვიაჩესლავ შიბანოვმა, მღვდელმა გეორგი რიაშკომ, დიაკვნებმა ბოიან ნედელკოვიჩმა და ნიკოლოზ მარკოვიჩმა, ასევე სტუმარმა სასულიერო პირებმა. საკურთხეველში ლოცულობდა არქიმანდრიტი გიორგი (ვოსტრელი).

სადიდებლიან მსახურებაზე საზეიმო საგალობელი აღუვლინეს წმინდა იოანე ოქროპირს, რომლის ხსენებაც ამ დღეებში აღესრულება.

საკვირაო სახარების წაკითხვის შემდეგ, ცისკარზე კანონის წაკითხვისას, მიტროპოლიტმა ანტონიმ სასულიერო პირებსა და მრევლს ნაკურთხი ზეთი სცხო.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων