“ვილოცოთ, რათა ხარების უწყებამ, ოპტიმიზმისა და იმედის ხმამ, სიხარულისა და ნუგეშის ცნობამ, უკრაინის მოწამებრივ მიწამდე მიაღწიოს!” – მსოფლიო პატრიარქი
ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I მორწმუნეებს სიტყვით მიმართავს.
„ქალწული მარიამი გამზადებული იყო საღვთო დედობის ამ საიდუმლოსთვის ისე, რომ წინასწარ არაფერი სცოდნია, წინასწარ არავის გაუფრთხილებია. იგი სარძლო პალატაა, რომელიც სიძეს არც კი მოელოდა; იგი ცაა, რომელმაც არც კი იცოდა, რომ მისგან მზე აღმობრწყინდებოდა, როგორც წმინდა ნიკოლოზ კავასილასი ბრძანებს.
ამრიგად, მოვიდა მისი სათნოება, რათა ყოველი ეპოქის ყოველი ადამიანის ბოროტება შეაჩეროს; მოვიდა მისი სიყვარული, რათა დედამიწის ყოველი ერს შემოევლოს. ღვთისმშობლის მადლით, ღვთის ახალი სამყარო აღმობრწყინდება; ცხონების, სათნოების, თავისუფლებისა და სილამაზის სამყარო.
მას იმდენად ვუყვარვართ, რამდენადაც ჩვენ მისი მეოხება გვესაჭიროება თავისი ძისა და ღვთის მიმართ, რამდენადაც ჩვენ გვესაჭიროება მისი დედობრივი მზრუნველობა და მფარველობა, როგორც ასევე მის საყვარელ შვილებს უკრაინაში.
მშვიდობა დღეს დიდ ტკივილს განიცდის მოწამებრივ უკრაინულ მიწაზე. ამიტომ მოვედით აქ ამაღამ, ამ წელსაც კიდევ ერთხელ, რათა თაყვანი-ვცეთ წმინდა ქალწულს და მის მიმართ განსაკუთრებული ლოცვა აღვავლინოთ: დაასრულოს საზარელი ომი უკრაინაში და ყველა ის უბედურება, რაც მას მოაქვს კაცობრიობისთვის, იბრძოლოს ღვთისმოსავი უკრაინელი ხალხის გვერდით, დაიფაროს ისინი მისი ღვთაებრივი საფარველის ქვეშ და ‘განიყვანოს იგინი განსასვენებელად’, ამ გაუსაძლისი განსაცდელის შემდეგ, რომელსაც ისინი თვეზე მეტია განიცდიან.
ვერთიანდებით ჩვენს ლოცვებში, რათა ხარების უწყებამ, ოპტიმიზმისა და იმედის ხმამ, სიხარულისა და ნუგეშის თხრობამ, ღვთის სათნო-ყოფის კეთილმა ცნობამ, დასისხლულ უკრაინამდე მიაღწიოს, რომელსაც ეს ასე ძალიან ესაჭიროება.
და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ღვთისმშობელს შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ღვთისმშობლისას შეისმენს თავისი ძე, რადგან ღვთისმშობელს აქვს კადნიერება თავისი ძის მიმართ, რადგან ღვთისმშობელმა ხორცი მისცა თავის ძეს და მოავლინა იგი კაცობრიობის ისტორიის ცენტრალურ ფიგურად, ჩვენს გამოსახსნელად.“
ასეთი სიტყვებით იქადაგა ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა ხარების ბრწყინვალე დღესასწაულის დიდი მწუხრის მიწურულს, კონსტანტინოპოლში.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










