27/04/2021 27/04/2021 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ვნების შვიდეულის მსახურების განრიგს აქვეყნებს: ▪️ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება პირველშეწირულის ლიტურგიები; პირველშეწირულის ლიტურგიებამდე, ჟამნის დროს, წაიკითხება წმინდა ოთხთავი – ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ეს მსახურებები დაიწყება 8:00 საათზე. ▪️ სამშაბათს, საღამოს, 16:00 საათზე, შესრულდება ზეთის კურთხევა – 7-ჯერ ზეთისცხება. ▪️ ხუთშაბათს, დილით, 10:00 საათზე,...
27 Απριλίου, 2021 - 17:16

ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი სამების საპატრიარქო ტაძარში

Διαδώστε:
ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი სამების საპატრიარქო ტაძარში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ვნების შვიდეულის მსახურების განრიგს აქვეყნებს:
▪️ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება პირველშეწირულის ლიტურგიები; პირველშეწირულის ლიტურგიებამდე, ჟამნის დროს, წაიკითხება წმინდა ოთხთავი – ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ეს მსახურებები დაიწყება 8:00 საათზე.
▪️ სამშაბათს, საღამოს, 16:00 საათზე, შესრულდება ზეთის კურთხევა – 7-ჯერ ზეთისცხება.
▪️ ხუთშაბათს, დილით, 10:00 საათზე, შესრულდება საღმრთო ლიტურგია – საიდუმლო სერობის გახსენება, ხოლო საღამოს, 17:00 საათზე წაკითხული იქნება მაცხოვრის ვნების 12 სახარება.
▪️ პარასკევს, დილით, 9:00 საათზე, წაკითხული იქნება სამეუფეო ჟამნი, ხოლო 14:00 საათზე შესრულდება წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება.
პარასკევს საღამოს მსახურება არ გვაქვს, არ უჩენს.
▪️ შაბათს, დილით, 6:00 საათზე, ტრადიციულად, შესრულდება წესის აგება და გარდამოხსნის გარშემოტარება, ხოლო 9:00 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. საღამოს, 9:00 საათზე, წაკითხული იქნება შუაღამიანის ჟამნი და გარდამოხსნა შესვენდება საკურთხველში.
▪️ 23:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, წაკითხული იქნება სააღდგომო ეპისტოლე და 24:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა, რომელსაც მიებმის საზეიმო ცისკარი ბრწყინვალე აღდგომისა და საღმრთო ლიტურგია.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων