02/12/2025 02/12/2025 2025 წლის 26 ნოემბერს, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში შედგა წიგნის, „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად: კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატის თეორია და მისი კრიტიკა“, პრეზენტაცია. წიგნის ავტორია იღუმენი დიონისე (შლიონოვი), მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურის გამგე, უწმინდესი პატრიარქის ალექსი II-ის სახელობის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიოთეკის დირექტორი, სინოდალური ბიბლიური და თეოლოგიური კომისიის...
02 Δεκεμβρίου, 2025 - 17:15

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

Διαδώστε:
ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

2025 წლის 26 ნოემბერს, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში შედგა წიგნის, „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად: კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატის თეორია და მისი კრიტიკა“, პრეზენტაცია. წიგნის ავტორია იღუმენი დიონისე (შლიონოვი), მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურის გამგე, უწმინდესი პატრიარქის ალექსი II-ის სახელობის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიოთეკის დირექტორი, სინოდალური ბიბლიური და თეოლოგიური კომისიის წევრი, მოსკოვის წმინდა ანდრიას სახ. სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; მიტროპოლიტი იოანათანი (ელეცკიხი), კულტურის საკითხებში საპატრიარქო საბჭოს წევრი; ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე, ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე; დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი; დეკანოზი ვალენტინ ასმუსი, ბიზანტიური ისტორიისა და კულტურის სპეციალისტი; მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე ალექსი სოლოპოვი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებისა და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის თანამშრომლები, სხვა აკადემიური საზოგადოებების წარმომადგენლები.

იღუმენ დიონისეს წიგნი ექვსი წლის განმავლობაში იწერებოდა და 2025 წლის ოქტომბერში გამოიცა წმინდა ანდრიას სახ. მონასტრისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის ერთობლივი პროექტის სახით. წიგნის სათაური ასახავს მის შინაარსს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მსოფლიო მართლმადიდებლობაში ერთობის დაკარგვის ეპოქაში. კრებსითობასა და პირველობას შორის დამოკიდებულობის რთული საკითხი ამ გამოცემაში მრავალმხრივად არის განხილული, ტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებებიდან გამომდინარე და თანამედროვე პრობლემატიკის გათვალისწინებით.

ღონისძიების გახსნისას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ აღნიშნა წიგნში განხილული თემების შესწავლის მნიშვნელობა და აქტუალობა. როგორც სსკგ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, „წიგნში გამოკვლეულია საკითხი, რომელიც დღეს ყველაზე მტკივნეულია როგორც მართლმადიდებელთაშორის, ისე ქრისტიანთაშორის ურთიერთობის სფეროში“.

იღუმენ დიონისეს მოხსენებას თან ახლდა პრეზენტაცია. წიგნის სათაურის ახსნისას, ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ: „კონსტანტინოპოლის პირველობა არღვევს ეკლესიის კრებსითობის ტრადიციას, როგორც მსოფლიო კრებების ტრადიციას და ეწინააღმდეგება ეკლესიის საკრებო სულისკვეთებას, კათოლიკეობის პრინციპს და, საერთოდ, ყველაფერ იმას, რაც საყოველთაოდ არის მიღებული“.

შემდეგ წარმოდგენილ იქნა წიგნის დაწერის ისტორია და გაჟღერდა მასში განხილული ძირითადი პრობლემები. წიგნში გამოყენებულია როგორც პრიმატის თეორიის მომხრეთა, ისე კრებსითი ეკლესიოლოგიის დამცველთა სხვადასხვა წიგნი, სტატია და ინტერნეტ-პუბლიკაცია, რომლებსაც რეგულარულად განიხილავენ და აანალიზებენ წმინდა ანდრიას სახ. სტავროპიგიალურ მონასტერში. წიგნის მასალები წარმოდგენილია შვიდ ნაწილად (თოთხმეტ თავში):

I. საკრებო სამართალი და ჩვეულებითი სამართალი.

II. მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკე მოწყობა და მისი დამახინჯებები.

III. პრველობა და იერარქიული ურთიერთობები ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრებს შორის.

IV. აპელაცია და დიასპორა.

V. ბრალდებები რუსეთისა და რუსული სამყაროს წინააღმდეგ.

VI. უკრაინის მართლმადიდებელრი ეკლესიის ანტიკანონიკური შექმნა.

VII. საკრებო ეკლესიოლოგიის მოწინააღმდეგეები და დამცველები საბერძნეთის მართლმადიდებლობის სამყაროში.

ვებსაიტ Патриархия.ru-ს. ცნობით, პუბლიკაციამ იერარქებისგან მაღალი შეფასება მიიღო.

იღუმენ დიონისეს გამოსვლის შემდეგ პრეზენტაციის მონაწილეებს რეპლიკების საშუალება მიეცათ. მიტროპოლიტმა იონათანმა აღნიშნა ნაშრომის აქტუალობა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ დედამიწის მთელს ტერიტორიაზე სასამართლო ხელისუფლების შესახებ ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე. კონსტანტინოპოლის პრეტენზიები ერესს ესაზღვრება, ასევე ამახინჯებს წმინდა სამების პირთა თანაბარი ღირსების შესახებ პატრისტიკულ სწავლებას. ისტრის ეპისკოპოსმა სერაფიმემ აღნიშნა კვლევის დროულობა. დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა ხაზი გაუსვა არა მხოლოდ აქტუალურობას, არამედ ეკლესიისთვის მნიშვნელობას იღუმენ დიონისეს მხრიდან იმ თემით დაინტერესებას, რომელიც ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღელვებს. დეკანოზმა ვალენტინ ასმუსმა მიუთითა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველობის თეორია ეწინააღმდეგება თვით ბიზანტიის იმპერიის მოწყობის პრინციპებს, სადაც განსაკუთრებულ ხელმძღვანელ როლს ეკლესიის ცხოვრებაში ასრულებდა არა იმდენად კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, რამდენადაც იმპერატორი.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქინდათ ჩაის სმისას არაფორმალურ გარემოში გაეგრძელებინათ მოსაზრებების გაცვლა. სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს ახალი წიგნის ეგზემლარები გადაეცათ.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων