20/07/2019 20/07/2019 ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში საინიციატივო ჯგუფის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს, შემდეგ კი ტაძრის ეზოში იტრაპეზეს. სუფრა 1500 ადამიანზე იყო გაშლილი. მას სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათი მასპინძელი კი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე იყო. როგორც ერთ-ერთმა...
20 Ιουλίου, 2019 - 21:55

ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეგროვდა და ტრაპეზი მოეწყო

Διαδώστε:
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეგროვდა და ტრაპეზი მოეწყო

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში საინიციატივო ჯგუფის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს, შემდეგ კი ტაძრის ეზოში იტრაპეზეს.

სუფრა 1500 ადამიანზე იყო გაშლილი. მას სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათი მასპინძელი კი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე იყო.

როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განაცხადა, ტრაპეზი უკრაინაში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენის გიორგი ბერიშვილის შემოწირულობის ხარჯზე გაიმართა.

,,გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა ტელევიზიებში, ტოკშოუებში, განათლების სისტემაში. ეს არის ერის და ბერის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა ეს ხმა მივაწვდინოთ საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ, 1 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც შეიძლება მეტს და შემდგომ ერთი თვე დაველოდებით პასუხს. თუ პასუხი არ მივიღეთ, 1 ნოემბრიდან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων