10/02/2020 10/02/2020 7 თებერვალს რუსთავის 21-ე და 22-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანაშემწე, ბატონი ვაჟა გიგაური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ბატონი ცოტნე ჩხეიძე. მათ უფროსკლასელებს გააცნეს სასწავლებლის მისია, ისტორია, სტუდენტური ცხოვრება და საბაკალავრო პროგრამები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის ავტორიზებული უმაღლესი საღვთისმეტყველო...
10 Φεβρουαρίου, 2020 - 11:01
Τελευταία ενημέρωση: 10/02/2020 - 11:17

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია: ვიზიტი რუსთავის საჯარო სკოლებში

Διαδώστε:
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია: ვიზიტი რუსთავის საჯარო სკოლებში

7 თებერვალს რუსთავის 21-ე და 22-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანაშემწე, ბატონი ვაჟა გიგაური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ბატონი ცოტნე ჩხეიძე. მათ უფროსკლასელებს გააცნეს სასწავლებლის მისია, ისტორია, სტუდენტური ცხოვრება და საბაკალავრო პროგრამები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის ავტორიზებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი, რომელშიც სუფევს საქმიანი და თბილი გარემო. აქ ასწავლიან კვალიფიციური სპეციალისტები. თსას-ი ზრუნავს თითოეული თავისი სტუდენტის პროფესიული წინსვლის, განვითარებისა და წარმატებისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას აქვს პანსიონი სამჯერადი, სრულფასოვანი კვებით. თსას-ში სწავლა და პანსიონში ცხოვრება უფასოა.

 

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων