08/07/2019 08/07/2019   „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ. როგორც მამა დავით ისაკაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ისინი პარლამენტთან პარაკლისს გადაიხდიან. “პირველი, ჩვენი აქ შეკრების მიზანი და მოთხოვნა არის ის, რომ თბილისში და ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ეს გარყვნილობის აქტი და საერთო საკანონმდებლო დონეზე იქნას აყვანილი ის, რომ არ მოხდეს ამ...
08 Ιουλίου, 2019 - 12:26

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე სასულიერო პირებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს

Διαδώστε:
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე სასულიერო პირებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს

 

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ.

როგორც მამა დავით ისაკაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ისინი პარლამენტთან პარაკლისს გადაიხდიან.

“პირველი, ჩვენი აქ შეკრების მიზანი და მოთხოვნა არის ის, რომ თბილისში და ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ეს გარყვნილობის აქტი და საერთო საკანონმდებლო დონეზე იქნას აყვანილი ის, რომ არ მოხდეს ამ გადახრის აფიშირება. მეორე ის, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ვნებათაღელვა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დესტრუქციულად განწყობილმა ფაშისტურმა პარტიამ “ევრო-ნაცებმა” წამოიწყეს და გვინდა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობამ დაისადგუროს. ეს გავრილოვის ღამეც და ლგბტ თემატიკაც, ყველაფერი, არის ამათი მოწყობილი რამდენიმე საელჩოს დახმარებით, მათ შორის – ამერიკის,” – განაცხადა მამა დავითმა.

ამასთან, სასულიერო პირმა მიმართა პოლიციის წარმომადგენლებს, პარლამენტთან განთავსებული საპროტესტო ბანერები აიღონ, რადგან „გაუგებარია აქციები, რომლებიც პარლამენტთან მე-18 დღეა იმართება“. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, „თუ ვინმეს პოეზიის საღამოს მოწყობა და კონცერტის ჩატარება უნდა, ამისთვის სხვა შესაფერი ლოკაცია არსებობს“.

„ამიტომ მივმართავ პოლიციას, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში, რამდენიმე წუთში დაიწყეთ ამ მარაზმის დემონტაჟი. ეს ჩვენი ქალაქია“, – აღნიშნა მამა დავითმა.

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων