29/09/2023 29/09/2023 26 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინ-გერმანიის ეპარქიის მმართველმა, რუზის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვართან, ავილონის მთავარეპისკოპოს დოროთესთან ერთად (იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია) გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავზე. საღმრთო ლიტურგია აღავლინა. იერარქებს თანამსახურება გაუწიეს იერუსალიმის საპატრიარქოს კლირიკოსებმა, მღვდელმონაზონმა ამბროსიმ (იგნატოვი), ქებრონში წმინდა მამამთავართა სახ. რუსეთის სასულიერო მისიის მეტოქიონის მეკლიტურმა პროტოდიაკონმა არჩილ ჩხიკვაძემ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ შედგა საუბარი....
29 Σεπτεμβρίου, 2023 - 15:14

იერუსალიმისა და რუსეთის ეკლესიების იერარქებმა გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავზე ღვთისმსახურება აღასრულეს

Διαδώστε:
იერუსალიმისა და რუსეთის ეკლესიების იერარქებმა გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავზე ღვთისმსახურება აღასრულეს

26 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინ-გერმანიის ეპარქიის მმართველმა, რუზის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვართან, ავილონის მთავარეპისკოპოს დოროთესთან ერთად (იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია) გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავზე. საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

იერარქებს თანამსახურება გაუწიეს იერუსალიმის საპატრიარქოს კლირიკოსებმა, მღვდელმონაზონმა ამბროსიმ (იგნატოვი), ქებრონში წმინდა მამამთავართა სახ. რუსეთის სასულიერო მისიის მეტოქიონის მეკლიტურმა პროტოდიაკონმა არჩილ ჩხიკვაძემ.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ შედგა საუბარი. მთავარეპისკოპოსმა დოროთემ მთავარეპისკოპოს ტიხონსა და მომლოცველთა ჯგუფის წევრებს მოუთხრო გეთსიმანიაში ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში მომლოცველთა შემოწირულობებით მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ.

წინა დღით გერმანიიდან ჩასულმა მომლოცველებმა მოილოცეს წმინდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმესა და ანნას ტაძარი, რომელიც აღმართულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ადგილზე, მოინახულეს პრეტორია, გაიარეს მაცხოვრის ჯვრის გზა, ალექსანდრეს მეტოქიონში თაყვანი სცეს განკითხვის კარიბჭის ზღურბლს, გოლგოთას და უფლის საფლავს,– იუწყება ბერლინ-გერმანიის ეპარქიის ვებგვერდი.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων