06/02/2021 06/02/2021 იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ და უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა, იერუსალიმის საპატრიარქოსა და უკრაინის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამის შესახებ საუბარია ისრაელში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. “4 თებერვალს, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, გაიმართა ელჩის შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან. შეხვედრის მიმდინარეობისას უკრაინასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის ურთიერთობის ისტორიის შესწავლის დაწყების პერსპექტივები განიხილეს”, –...
06 Φεβρουαρίου, 2021 - 20:21

იერუსალიმის პატრიარქმა და უკრაინის ელჩმა ისრაელში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

Διαδώστε:
იერუსალიმის პატრიარქმა და უკრაინის ელჩმა ისრაელში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ და უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა, იერუსალიმის საპატრიარქოსა და უკრაინის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამის შესახებ საუბარია ისრაელში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

“4 თებერვალს, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, გაიმართა ელჩის შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან. შეხვედრის მიმდინარეობისას უკრაინასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის ურთიერთობის ისტორიის შესწავლის დაწყების პერსპექტივები განიხილეს”, – წერია განცხადებაში.

პატრიარქმა თეოფილე III -მ, მოიწონა იდეა, მოხდეს რელიგიური რელიკვიების გამოფენის ორგანიზება. საუბარია XVII ს -ის ბოლოს იერუსალიმის საპატრიარქოსთვის გადაცემულ ნივთებზე ჰეტმან ივანე მაზეპას მიერ. ისინი ამჟამად მაცხოვრის საფლავის ტაძარში ინახება.

“რელიკვიების ექსპოზიცია, რომლებიც უკრაინელთა მიერ სხვადასხვა დროს გადაეცა იერუსალიმის საპატრიარქოს, დაგეგმილია უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თეოფილე III -მ და უკრაინის ელჩმა ისაუბრეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში და უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ კი უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარებაზე”, – აღნიშნავს საელჩო.

 

განმარტება:

  • ჰეტმანი – არმიის მეთაურის წოდება ჩეხეთში, რეჩ-პოსპოლიტაში, ზაპოროჟიეში (უკრაინა) და მოლდავეთის სამთავროში.
  • ივანე მაზეპა – ზაპოროჟიეს ჯარების ჰეტმანი. სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. უკრაინის ეროვნული გმირი.

 

— წყარო: https://bit.ly/36IGJwc / nikodimoscentre.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων