22/01/2019 22/01/2019 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს. ტაძარში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები. ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფება თბილისის მერი, კახა კალაძე. გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში გუშინ გადაასვენეს. ტრაგედიის შედეგად...
22 Ιανουαρίου, 2019 - 16:46

ილია მეორემ ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა

Διαδώστε:
ილია მეორემ ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს. ტაძარში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები. ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფება თბილისის მერი, კახა კალაძე.

გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში გუშინ გადაასვენეს.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.

დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა რვა ადამიანი.

(1tv.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων