12/07/2021 12/07/2021 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ილია მეორის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის...
12 Ιουλίου, 2021 - 17:45

ილია მეორე ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

Διαδώστε:
ილია მეორე ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ილია მეორის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისთვის, მით უმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.

ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა.

ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων