26/07/2021 26/07/2021 ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წმინდა ქეთევან დედოფალს პატივი მიაგო და გოას მისი სიწმინდეების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რამდენად ემოციურია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ქეთევან დედოფლის მიმართ. ნარენდრა მოდის განცხადებით, საქართველოსთვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადაცემა საინტერესო და ემოციური ღონისძიება იყო, რაც ინდოეთ-საქართველოს მეგობრობას ახალ ძალას აძლევს....
26 Ιουλίου, 2021 - 17:04

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი – საქართველოსთვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადაცემა საინტერესო და ემოციური ღონისძიება იყო

Διαδώστε:
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი – საქართველოსთვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადაცემა საინტერესო და ემოციური ღონისძიება იყო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წმინდა ქეთევან დედოფალს პატივი მიაგო და გოას მისი სიწმინდეების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რამდენად ემოციურია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ქეთევან დედოფლის მიმართ.

ნარენდრა მოდის განცხადებით, საქართველოსთვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადაცემა საინტერესო და ემოციური ღონისძიება იყო, რაც ინდოეთ-საქართველოს მეგობრობას ახალ ძალას აძლევს. მოდიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ ცერემონიაზე ნათქვამი ინდოეთის საქებარი სიტყვები ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე „მან კი ბაატის“ რადიოპროგრამაში ისაუბრა, რომლის დროსაც ნარენდრა მოდი მოსახლეობას ყოველთვიურად მიმართავს.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων