30/01/2019 30/01/2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და სასულიერო პირებს აკადემიის იუბილე მიულოცა. „რწმენა და ცოდნა – ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც თბილისის სასულიერო აკადემიაში. აკადემიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ...
30 Ιανουαρίου, 2019 - 0:35

ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

Διαδώστε:
ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და სასულიერო პირებს აკადემიის იუბილე მიულოცა.

„რწმენა და ცოდნა – ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც თბილისის სასულიერო აკადემიაში. აკადემიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით, დგანან ამ უდიდესი საქმის სათავეებთან. ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ პედაგოგებს და სტუდენტებს, რომლებსაც ყოველდღიური შრომით საკუთარი წვლილი შეაქვთ სასულიერო აკადემიის და ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასულიერო აკადემიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სინოდის წევრები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

(IPN)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων