03/05/2023 03/05/2023 როგორც ცნობილია, ფონდმა ,,ათინათი“-მ, რომელიც გამოირჩევა ქართველი მხატვრების ნამუშევრების წარმოჩენით, ახლახანს ირაკლი ფარჯიანის ნახატების გამოფენა მოაწყო, რასაც ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა. ამ პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილი, – სოფიო ფარჯიანი და მისი სახელობის ფონდის ხელმძღვანელი, – ბ-ნი მიხეილ ჯიქია ეწვივნენ. მათ მის უწმინდესობას და უნეტარესობას საჩუქრად გადასცეს უნიკალური გამოცემები: ირაკლი...
03 Μαΐου, 2023 - 17:28

ირაკლი ფარჯიანის დაბრუნება

Διαδώστε:
ირაკლი ფარჯიანის დაბრუნება

როგორც ცნობილია, ფონდმა ,,ათინათი“-მ, რომელიც გამოირჩევა ქართველი მხატვრების ნამუშევრების წარმოჩენით, ახლახანს ირაკლი ფარჯიანის ნახატების გამოფენა მოაწყო, რასაც ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა. ამ პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილი, – სოფიო ფარჯიანი და მისი სახელობის ფონდის ხელმძღვანელი, – ბ-ნი მიხეილ ჯიქია ეწვივნენ. მათ მის უწმინდესობას და უნეტარესობას საჩუქრად გადასცეს უნიკალური გამოცემები: ირაკლი ფარჯიანის მიერ გადაწერილი მარკოზისა და იოანეს სახარებები მინიატურებით.

ათეისტურ პერიოდში თავისი სიყვარული ღვთისადმი მან საოცარი სახით გამოხატა, – შუასაუკუნეების დიდოსტატთა მსგავსად, გადაწერა ორი სახარება (მეტი ვერ მოასწრო) და უმშვენიერესი თანამედროვე მინიატურებით გაამშვენა, რითაც სათავე დაუდო ფარჯიანისეულ სტილს.

ირაკლი ფარჯიანი 70-ანი წლების ბოლოს, მის თანამედროვე თვალსაჩინო ახალგაზრდებთან ერთად მოვიდა ეკლესიაში, საკუთარი ნამუშევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო და კურთხევაც მიიღო.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ქ-ნი სოფიო და ბ-ნი მიხეილი, დალოცა მათი ოჯახები და კეთილდღეობა უსურვა.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων