27/11/2025 27/11/2025 გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილს ბატონი პაოლო დელ ბიანკოს 80 წლის იუბილესადმი. პაოლო დელ ბიანკო მსოფლიოში აღიარებული ხელოვნებათმცოდნე, ცნობილი იტალიელი ქველმოქმედი და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტია. ამასთან, იგი საქართველოს დიდი მეგობარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორია. საქართველოს მეგობარს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის...
27 Νοεμβρίου, 2025 - 17:44
Τελευταία ενημέρωση: 27/11/2025 - 17:45

კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა პაოლო დელ ბიანკოს

Διαδώστε:
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა პაოლო დელ ბიანკოს

გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილს ბატონი პაოლო დელ ბიანკოს 80 წლის იუბილესადმი.

პაოლო დელ ბიანკო მსოფლიოში აღიარებული ხელოვნებათმცოდნე, ცნობილი იტალიელი ქველმოქმედი და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტია. ამასთან, იგი საქართველოს დიდი მეგობარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორია.

საქართველოს მეგობარს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზიდენტს, ბატონ პაოლო დელ ბიანკოს

ბატონო პაოლო, გულითადად გილოცავთ 80 წლის იუბილეს და მოხარულნი ვართ, რომ თქვენს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელიც მონაწილეობს. მოხარულნი ვართ იმითაც, რომ თქვენ, თქვენს თანამოაზრეებთან ერთად, კვლავ აგრძელებთ იმ დიდ საქმეს, რაც კულტურათა და ხალხთა შორის სამშვიდობო დიალოგის წარმართვას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დროში, როცა ტრადიციული ღირებულებები, ქრისტიანული ცნობიერება, ათწლეულებით განმტკიცებული წესები თითქოს გადაფასებას განიცდის და ხელახლა აღმოსაჩენი ხდება ადამიანებისათვის.

„ცხოვრება ტურიზმის მიღმა“ – თქვენი ფონდის ეს დევიზი და ეს კონფერენციაც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და დამღუპველი იდეოლოგიების დამარცხების შემდეგ მიღწეულ მშვიდობას ეძღვნება, წარმოაჩენს, რომ მთავარი სწორად ცხოვრებაა, რომ ყველა წუთისოფლის სტუმრები-მოგზაურები ვართ და რომ კეთილად უნდა განვვლოთ ეს გზა, პატივი უნდა ვცეთ ყველაფერ იმას, რაც ჩვენს მოსვლამდე ღირებული შექმნილა და მშვიდობით სვლის შესაძლებლობა შევთავაზოთ მომავალ თაობას.
ეს არის ფრიად მნიშვნელოვანი გზავნილი მსოფლიოსთვის.

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ თქვენ დღემდე ატარებთ წმინდა ნინოს ჯვარს, რომელიც საქართველოში თქვენი სტუმრობისას ჩვენგან საჩუქრად მიიღეთ და პატივისცემით ინახავთ საქართველოსთან მეგობრობის ხსოვნას, რაც ნათლად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ პერიოდში, 2013 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს და არაერთ სხვა მეგობრულ ინიციატივასთან მიმართებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს ღვთის სადიდებლად და მოყვასის მსახურებისთვის.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი
ნოემბერი, 2025 წ.

 

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων