კათოლიკოს-პატრიარქმა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა (ფოტოქრონიკა)
21 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლებას აღნიშნავს
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა თბილისში, საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.
თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ფორტ უორსის ეპისკოპოსი გერასიმე, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და სხვა სასულიერო პირები.
წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სამღვდელოებასა და მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას დღევანდელი დღისთვის მადლობა გადაუხადა და სამრევლოს სახელით საჩუქრად ჯვარი გადასცა.
მაცხოვრის ამაღლება თორმეტ საუფრო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და მას მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










