03/06/2026 03/06/2026 დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმინდის დღესასწაულს და წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, ღია ტრაპეზზე პარაკლისი აღავლინა. თანამსახურებდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი...
03 Ιουνίου, 2026 - 19:16

კათოლიკოს-პატრიარქმა ნინოობასთან დაკავშირებით ფარავნის ტბასთან პარაკლისი აღავლინა (ფოტოქრონიკა)

Διαδώστε:
კათოლიკოს-პატრიარქმა ნინოობასთან დაკავშირებით ფარავნის ტბასთან პარაკლისი აღავლინა (ფოტოქრონიკა)

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმინდის დღესასწაულს და წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, ღია ტრაპეზზე პარაკლისი აღავლინა.

თანამსახურებდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი).

ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო.

ლოცვის დასასრულს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლს ქადაგებით მიმართა და სულიწმინდის დღესასწაული და ნინოობა მიულოცა.

ეკლესიის მეთაურმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მრევლს საიუბილეო ჯვრები დაურიგა და დალოცა წმინდა ნინოს გზის მონაწილეები.

შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი გადაბრძანდა ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, სადაც მოილოცა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, დალოცა მონასტრის წინამძღვარი და მონაზვნები.

მოგვიანებით პატრიარქს და პრემიერ-მინისტრს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

დღის ბოლოს მისმა უწმინდესობამ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულის სახელობის ტაძარი და ეკვდერში არსებული ტურინის სუდარის ზუსტი ასლი მოილოცა.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων