კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.
დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, რადგან ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული.
სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. თანამსახურებდნენ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) და სხვა სასულიერო პირები.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქადაგების ბოლოს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი უკვდავი სული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










