14/10/2021 14/10/2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სვეტიცხოვლობა საქართველოს სიძლიერის და ერთიანობის სიმბოლოა. „მინდა, ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, სიმბოლო საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობისა. ვუსურვო ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, წარმატებები საქვეყნო საქმესა თუ პირად ცხოვრებაში“, -განაცხადა...
14 Οκτωβρίου, 2021 - 17:25

კახა კუჭავა – სვეტიცხოვლობა ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა

Διαδώστε:
კახა კუჭავა – სვეტიცხოვლობა ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სვეტიცხოვლობა საქართველოს სიძლიერის და ერთიანობის სიმბოლოა.

„მინდა, ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, სიმბოლო საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობისა. ვუსურვო ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, წარმატებები საქვეყნო საქმესა თუ პირად ცხოვრებაში“, -განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე საზეიმო ლიტურგიას მეუღლესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων