24/11/2020 24/11/2020 გუშინ, 2020 წლის 23 ნოემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმრთა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უნეტარესობა მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსისა ქრიზოსტომოს მეორე. მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკლესიის ყველა სინოდურმა მღვდელმთვარმა. ბოლო თვეში ხუთი მღვდელმთავრის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად, წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე თითოეული წევრი მშვიდობითა და ურთიერთგაგებით უდგებოდა ერთმანეთს. კრებამ მხოლოდ ერთი...
24 Νοεμβρίου, 2020 - 16:45

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის დეტალები [ფაქტები & ფოტომასალა]

Διαδώστε:
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის დეტალები [ფაქტები & ფოტომასალა]

გუშინ, 2020 წლის 23 ნოემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმრთა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უნეტარესობა მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსისა ქრიზოსტომოს მეორე. მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკლესიის ყველა სინოდურმა მღვდელმთვარმა.

ბოლო თვეში ხუთი მღვდელმთავრის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად, წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე თითოეული წევრი მშვიდობითა და ურთიერთგაგებით უდგებოდა ერთმანეთს. კრებამ მხოლოდ ერთი საკითხი განიხილა – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და უნეტარეს ქრიზოსტომოსის მიერ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს მოხსენიება.

სხდომის შემდეგ წმიდა სინოდის წარმომადგენელმა, პაფოს მიტროპოლიტმა გიორგიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კრებაზე არსებული „სიყვარულისა და ერთობის ვითარება“. ასევე მან აღნიშნა, რომ საკითხის უფრო მეტად განმარტება მოხდა, რასაც შედეგად გაურკვევლობის გადალახვა მოჰყვა, რომელიც წინა პერიოდში წარმოიშვა. წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ერთობის გამოხატვის მიზნით, მღვდელმთავრები საერთო ტრაპეზს მუსხდნენ.
სინოდის დარბაზიდან გამოსულმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე მღვდელმთავარმა, კიკოს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ჟურნალისტებთნ განაცხადა, რომ ის ეთანხმება მიტროპოლიტ გიორგის გაკეთებულ განცხადებას. ასევე, ტამასოს მიტროპოლიტმა ისაიამ აღნიშნა, რომ სხდომა მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.
კვიპროსული საინფორმაციო სააგენტო «Αγγελιοφόρος» იტყობინება, რომ წმიდა სინოდის სხდომა კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა ვრცელი მოხსენებით გახსნა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მან აღნიშნა, რომ უშუალოდ მსოფლიო პატრიარქისგან იყო ინფორმირებული სრული რეალობის შესახებ, სადაც მანდ ორიგინალი დოკუმენტებიც იხილა, რის მიხედვითაც ჩანს, რომ მოსკოვის საპატრიარქო აბსოლუტურად ცდება ამ საკითხში და მხოლოდ ისე წარმოაჩენს საკითხს, როგორც მას სურს. უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ეს ორიგინალი და ოფიციალური დოკუმენტები აჩვენებენ, რომ სიმართლე არ არის მოსკოვის საპატრიარქოს მხარეს. ასევე მან მოუწოდა სინოდურ მღვდელმთვრებს, რომ აქვთ შესაძლებლობა პირადად იხილონ ეს დოკუმენტები. მოხსენებაში მისი უნეტარესობა აღნიშნავს, როდესაც სრული სიმართლე გაიგო უკრაინის საკითხის შესახებ, მაშინვე გადაწყვიტა ეღიარებინა კიევის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე და მხარი დაეჭირა მსოფლიო პატრიარქიასთვის. რუსეთის ეკლესიის მხრიდან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ეს განჩინება არაეკლესიურია და არ ემსახურება ეკლესიის ერთობას.
წმიდა სინოდის სხდომაზე ღიად გამოიკვეთა, რომ მღვდელმთვართა უმრავლესობა იზიარებს უნეტარესი ქრიზოსტომოსის პოზიციებს და მხარს უჭერენ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას. აქვე აღინიშნა, რომ მოსკოვი მხოლოდ თავის სასარგებლოდ მოქმედებს.

დღის წესრიგში დადგა ის განცხადებები, რომლებიც მღვდელმთვრებმა (კიკოსა და ტამასოს მიტროპოლიტებმა) ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ გააჟღერეს. ტამასოს მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა, რომ უდიდეს პატივს მიაგებს უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს და ითხოვა გაეგოთ მისი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მეუფე ისაიამ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო.
ოთხშაბათს გაგრძელდება წმიდა სინოდის სხდომა, რომელიც განიხილავს პანდემიის საკითხს, რის ბოლოსაც გამოიცემა ერთობლივი განჩინება-განცხადება. არსებული ინფორმაციების თანახმად განჩინებაში ეწერება სინოდის წევრების უნეტარეს მთავარეპისკოპოსზე ერთხმად მხარდაჭერა, რაც მსოფლიო საპატრიარქოზე მხარდაჭერაში, კიევის უნეტარესი მიტროპოლიტისა და ზოგადად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაში გამოიხატება.


wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων