29/12/2020 29/12/2020 დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მისმა უნეტარესობამ განაცხადა: “ვაქცინა დაეხმარება ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები მიიღონ. უნდა გავიგოთ, რომ, როგორც სხვა დაავადებებთან ერთად ვცხოვრობთ, ასე უნდა ვიცხოვროთ მასთან (კორონავირუსთან) ერთადაც. უნდა ვიყოთ მკაცრი და დავიცვათ ის ზომები, რომლებიც სახელმწიფომ გამოაცხადა, რადგან...
29 Δεκεμβρίου, 2020 - 22:13
Τελευταία ενημέρωση: 29/12/2020 - 23:21

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კორონავირუსზე ვაქცინა გაიკეთა

Διαδώστε:
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კორონავირუსზე ვაქცინა გაიკეთა

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

მისმა უნეტარესობამ განაცხადა: “ვაქცინა დაეხმარება ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები მიიღონ. უნდა გავიგოთ, რომ, როგორც სხვა დაავადებებთან ერთად ვცხოვრობთ, ასე უნდა ვიცხოვროთ მასთან (კორონავირუსთან) ერთადაც. უნდა ვიყოთ მკაცრი და დავიცვათ ის ზომები, რომლებიც სახელმწიფომ გამოაცხადა, რადგან თუ არ დავიცავთ, მაშინ არ ვიქნებით კარგად”.

უნეტარეს ქრიზოსტომოსთან ერთად ვაქცინა მისმა თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ტრიფილიოსმაც გაიკეთა, ნიშნად იმისა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

სპეციალურად ბერძნული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων