19/01/2021 19/01/2021 სათაური: “კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე “სერბეთის ეკლესიამ სათანადოდ ვერ შეაფასა კორონავირუსის საშიშროება და შეცდომა დაუშვა ამ მხრივ”, – განაცხადა სრულიად სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა. სერბეთის პატრიარქი ირინეოსი უფალში განისვენებს ვირუსის გამო, აგრეთვე მონტენეგროს ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ამფილოქე ამ ვირუსმა იმსხვერპლა, ასევე სერბეთის ეკლესიის კიდევ ერთი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი მილუტინი გარდაიცვალა...
19 Ιανουαρίου, 2021 - 18:21

კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე

Διαδώστε:
კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე

სათაური: “კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე

“სერბეთის ეკლესიამ სათანადოდ ვერ შეაფასა კორონავირუსის საშიშროება და შეცდომა დაუშვა ამ მხრივ”, – განაცხადა სრულიად სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა.

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი უფალში განისვენებს ვირუსის გამო, აგრეთვე მონტენეგროს ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ამფილოქე ამ ვირუსმა იმსხვერპლა, ასევე სერბეთის ეკლესიის კიდევ ერთი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი მილუტინი გარდაიცვალა კორონავირუსით. დაინფიცირდა არაერთი სერბი მართლმადიდებელი სასულიერო პირი.

”უნდა ვაღიაროთ, შეცდომები იყო, რომ ჩვენ ვერ შევაფასეთ სათანადოდ კორონავირუსის მავნებლობა და ვერ მივხვდით რა მოაქვს მას, რომ ეს არის მკვლელი ვირუსი, რომელმაც მოკლა ჩვენი პატრიარქი ირინეოსი, მონტენეგროს მიტროპოლიტი ამფილოქე, ეპისკოპოსი მილუტინი, ათობით მღვდელი, ბერი და მონაზონი. რაც მოხდა, შეიძლება იყოს ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურების მიერ დადგენილი ზომების შეუსრულებლობის ფასი”, – განაცხადა მოსაყდრე მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა.

,,მე პირადად ინფიცირებული ვიყავი კოვიდ -19-ით და კარგად მომეხსენება რა საშინელი და ვერაგი ვირუსია იგი” – აღნიშნა მოსაყდრემ.

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი გასულ წელს კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა. წმიდა სინოდმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ ხმათა უმრავლესობით აირჩია მიტროპოლიტი დაბრო-ბოსნიისა ქრიზოსტომოსი. ბელგრადში საპატრიარქო არჩევნები მიმდინარე წლის 18 თებერვალს გაიმართება.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων