08/09/2022 08/09/2022 ლატვიის თვითმმართველი მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით ლატვიის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი განხილვისთვის ლატვიის სეიმს გადაეცა. ლატვიის პრეზიდენტის ეგილს ლევიტსის ბრძანებით სეიმი უახლოეს მომავალში განიხილავს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია გახდება დამოუკიდებელი. სავარაუდოდ ლატვიის ეკლესია ავტოკეფალიისა და შესაბამისი ტომოსის მისაღებად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართავს. ამჟამად ლატვიის მართლმადიდებელი...
08 Σεπτεμβρίου, 2022 - 18:48

ლატვიის ეკლესია წლის ბოლომდე სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყოფა

Διαδώστε:
ლატვიის ეკლესია წლის ბოლომდე სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყოფა

ლატვიის თვითმმართველი მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით ლატვიის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი განხილვისთვის ლატვიის სეიმს გადაეცა.

ლატვიის პრეზიდენტის ეგილს ლევიტსის ბრძანებით სეიმი უახლოეს მომავალში განიხილავს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია გახდება დამოუკიდებელი.

სავარაუდოდ ლატვიის ეკლესია ავტოკეფალიისა და შესაბამისი ტომოსის მისაღებად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართავს.

ამჟამად ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია თვითმმართველი სტატუსით იმყოფება მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში და მისი მეთაურია მაღალყოვლადუსამღვდელოესი რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტი ალექსანდრე.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων