27/11/2018 27/11/2018 ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭი. მასზე მრავალი ლექსი და თქმულება არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აზიაში სალაშქროდ წასული შავშეთელი (ამჟამად თურქეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორია) ყმაწვილკაცი ლომს დაუკბენია. სამშობლოში მობრუნებულს წყლულები გაავებია და სიკვდილის პირას მისულა. მისანს უთქვამს, ლომის დაკბენილს-ლომისის წმიდა გიორგის სალოცავი თუ მოარჩენსო. წამოსულა ავადმყოფი და, მოულოცია ლომისის ტაძარი და...
27 Νοεμβρίου, 2018 - 13:08

ლომის დაკბენილს ლომისის წმიდა გიორგის სალოცავი თუ მოარჩენსო…

Διαδώστε:
ლომის დაკბენილს ლომისის წმიდა გიორგის სალოცავი თუ მოარჩენსო…

ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭი. მასზე მრავალი ლექსი და თქმულება არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აზიაში სალაშქროდ წასული შავშეთელი (ამჟამად თურქეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორია) ყმაწვილკაცი ლომს დაუკბენია. სამშობლოში მობრუნებულს წყლულები გაავებია და სიკვდილის პირას მისულა. მისანს უთქვამს, ლომის დაკბენილს-ლომისის წმიდა გიორგის სალოცავი თუ მოარჩენსო. წამოსულა ავადმყოფი და, მოულოცია ლომისის ტაძარი და აღთქმა დაუდია: ღმერთო ჩემი ძმა მოარჩინე და რაც ყველაზე მძიმე რკინის იარაღია ჩვენს სახლში-იმას შემოგწირავო. ავადმყოფს ჭრილობები მორჩენია, ქალს კი-მძიმე ჯაჭვი კისრით აუტანია მთაზე და სალოცავისთვის შეუწირავს.

დღესაც მრავალი მორწმუნე ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და შუა ტაძარში აღმართულ სვეტს, ან თვითონ ტაძარს შემოუვლის ლოცვით და ევედრება წმინდა გიორგის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული.

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων