03/02/2023 03/02/2023 მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის დასაწყებად ემზადება. სამზადისი, უშულოდ მარხვის დაწყებამდე, სამი კვირით ადრე იწყება. შესაბამისად, მას წინ უძღვის სამი კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) – მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა. კვირა მეზვერისა და ფარისევლისა. ეს კვირა ხსნილია (ე.ი. ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ ვიცავთ.)....
03 Φεβρουαρίου, 2023 - 17:53

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვისთვის მზადებას იწყებს

Διαδώστε:
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვისთვის მზადებას იწყებს

მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის დასაწყებად ემზადება. სამზადისი, უშულოდ მარხვის დაწყებამდე, სამი კვირით ადრე იწყება. შესაბამისად, მას წინ უძღვის სამი კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) – მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.

კვირა მეზვერისა და ფარისევლისა.

ეს კვირა ხსნილია (ე.ი. ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ ვიცავთ.). შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14). თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანისა – მეზვერესი, შეიწყალა იგი და სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ღმრთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.

კვირა უძღები შვილისა

საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკ. 15, 11-32) თუ როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო, სინანული კიდევ უფრო იზრდება.

ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.

ხორციელის შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.

 

ყველიერის კვირა. ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრეფა.

მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა – შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.

ყველიერის ხუთშაბათს ყოველთვის ვდღესასწაულობთ ღირსი მამის შიო მღვიმელის ხსენებას.

ყველიერის შაბათს არის ხსენება ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინვებულთა.

შენდობის კვირიაკე

დიდი წმიდა მარხვის მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება ეგრეთწოდებული შენდობის, ანუ მიტევების კვირიაკით (კვირა დღით). დილით საკვირაო წირვაზე ეკლესია მოიხსენებს ადამის განდევნას სამოთხიდან, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით.

ამ ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ქადაგების შემდეგ ყველასგან ითხოვს შენდობას, ანუ პატიებას, თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე სათითაოდ მიდის ჯერ მღვდელთან, შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს.

წელს დიდი მარხვა 27 თებერვლიდან დაიწყება. შესაბამისად, მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე 5 თებერვლიდან იწყება.

ბრწყინვალე აღდგომა წელს 16 აპრილს იდღესასწაულება

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων