09/10/2023 09/10/2023 28 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და აზერბაიჯანის თეოლოგიურ ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და აზერბაიჯანის თეოლოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილემ ჯეიჰუნ მამედოვმა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო...
09 Οκτωβρίου, 2023 - 17:43

მემორანდუმის გაფორმება

Διαδώστε:
მემორანდუმის გაფორმება

28 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და აზერბაიჯანის თეოლოგიურ ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და აზერბაიჯანის თეოლოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილემ ჯეიჰუნ მამედოვმა.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.
შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მუბარიზ გურბანლიმ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, სხვა სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკი საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი საქართველოშიდა ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων