31/05/2020 31/05/2020 არც ერთი ჩემი სიტყვა ვინმე ეთნოსის დისკრიმინაციის შემცველი არ იყო, აქედან გამომდინარე მე ჩემს თავს ნამდვილად არ ვგულისხმობ , – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა, რომლითაც ის სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ეს განცხადება მისთვის ბუნდოვანია და ორაზროვანი. „მე რა ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რას გულისხმობს. მათი განცხადება ჩემთვის...
31 Μαΐου, 2020 - 19:46
Τελευταία ενημέρωση: 31/05/2020 - 19:47

მეუფე გიორგი – “სუს-ის განცხადება ჩემთვის არის ბუნდოვანი და ორაზროვანი”

Διαδώστε:
მეუფე გიორგი – “სუს-ის განცხადება ჩემთვის არის ბუნდოვანი და ორაზროვანი”

არც ერთი ჩემი სიტყვა ვინმე ეთნოსის დისკრიმინაციის შემცველი არ იყო, აქედან გამომდინარე მე ჩემს თავს ნამდვილად არ ვგულისხმობ , – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა, რომლითაც ის სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ეს განცხადება მისთვის ბუნდოვანია და ორაზროვანი.

„მე რა ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რას გულისხმობს. მათი განცხადება ჩემთვის არის ბუნდოვანი და ორაზროვანი. მე რომ ვუკავშირებდე ჩემს განცხადებებს, მაშინ მე უნდა მივიჩნევდე, რომ თითქოს ვახდენ სხვა ეთნიკური ჯგუფების და რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციას. ეს არის სიცრუე.

ამ ძეგლს აქტუალობა შესძინა ქალაქის მერმა, რომელმაც პანდემიის დროს, ამ გაჭირვების ჟამს მოიცალა და მისთვის პრიორიტეტი გახდა ბოლშევიკის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის პატივითა და მარმარილოთი შემკობა.

ჩემი განცხადებები, არც ერთი სიტყვა ვინმე ეთნოსის დისკრიმინაციის შემცველი არ იყო, აქედან გამომდინარე მე ჩემს თავს ნამდვილად არ ვგულისხმობ”, – აღნიშნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა “რუსთავი 2”-თან.

ცნობისთვის, ეპისკოპოსმა მარნეულის მერს ცოტა ხნით ადრე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწერლის ძეგლის დემონტაჟი ურჩია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων